Thursday, December 22, 2011

ტყე ქვეყნის მშვენებაა.


1.საცდელი  პროექტი: ტყე   ქვეყნის  მშვენებაა.
2.პროექტის   მოკლე   აღწერა:მოსწავლეები მასწავლებელთან  შეიკრიბებიან და ისაუბრებენ   თუ  როგორ  გადარჩინონ  ტყე დაბინძურებისა   და  განადგურებისგან.         
3,პროექტის  სრული  აღწერა:თემის  მიზანია მოიძიონ  მოსწავლეებმა   როგორ  გადაარჩინონ  ტყე   განადგურებისგან. დაინტერესდნენ ეკოლოგიით. მოიძიონ  ინფორმაცია  ინტერნეტიდან.  მოაწყონ  ექსკურსია ახლომდებარე ტყეში.  სადაც  ისინი  ნახავენ  თუ  როგორ განადგურებული აქვთ უგულო  ადამიანებს  ჯანსაღი  ხეები. აგრეთვე  ნახავენ  დაბინძურებულ   ადგილებს.  გადაიღებენ  სურათებს.   მოსწავლეები  მასწავლებლის   დახმარებით  დარგავენ ნერგებს.
შექმნიან  პლაკატებს და  მოუწოდებენ    ბავშვებს ტყეში  არ   გააჩაღონ  ხანძარი,რის   შედეგად   შეიძლება   მთელი   ტყე გადაიწვას და  ათასობით  ცხოველი   თუ  ფრინველი   დარჩეს  უბინაოდ.  არ   მოტეხონ   ხეებზე   ტოტები,  არ  დაყარონ ტყეში  ნარჩენები.მოუწოდებენ   უფროსებს არ  მოჭრან  ჯანსაღი  ხეები.                                             ამ  პროექტით  მოსწავლეებს    სურთ  მნიშვნელოვანი    წვლილი   შეიტანონ   ეკოლოგიური   პრობლემის    გადაჭრაში,სხვადასხვა  კლასის ბავშვებთან  ერთად  იზრუნონ   დაიცვან    ახლომდებარე    ტერიტორიები   დაბინძურებისგან.                             4.    მონაწილეთა  ასაკი:  7-8-9წელი.                                                                                                 5.ვადების  ხანგრძლივობა:  სასწავლო  წლის   განმავლობაში.                                                6.პროექტის  შესაძლო  აქტივობები:  ჯგუფური   მუშაობა,ღონისძიების   ჩატარება, კედლის   გაზეთის  შექმნა,  დისკუსიების  გამართვა  და    ექსკურსიის    მოწყობა.                                                                                                                                                      7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები:მოსწავლეები  შექმნიან   კედლის  გაზეთს, სადაც  გამოაქვეყნებენ ჩანახატებს    და  ლექსებს  ტყის  შესახებ. გავაკეთებ       ნახატების   გამოფენას  თემაზე:    ,, ტყეს       გაფრთხილება  უნდა"   მოვაწყობ  ლიტერატურულ  ღონისძიებას თემაზე:     ;;ტყე  შეუნახე  შვილებსა''.  აგრეთვე   მოვაწყობ   ფოტო  გამოფენას  ,   რომლებიც    ასახავს  ეკოლოგიურ  კატასტროფებს   რასაც   ბუნების    უდიერი   მოპყრობა     იწვევს.  ეს თვალსაჩინო მაგალითი   იქნება  მოზარდი  თაობისათვის.                                                                                                                                           8.სარგებელი  სხვებისათვის.:ასწავლიან  მათ  თანატოლებს    ტყის   სიყვარულს  და  მოვლას.  დარგული  ნერგებით  მოსწავლეები  შეიტანენ  მცირეოდენ  წვლილს   გაჩეხილი  ხეების   სანაცვლოდ.
9.სამუშაო  ენა:  ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/  ეროვნულ  -  სასწავლო    გეგმასთან   კავშირი:
ბუნება:გაიღრმავებენ  ცოდნას    ტყეზე.  ისწავლიან  თუ  როგორ   მოუარონ  ტყეს.
ქართული :      მოიძიებენ  ტყის   თემაზე    შექმნილ    მხატვრულ   ნაწარმოებებს.
ხელოვნებაში:   დახატავენ     ნახატებს, პლაკატებს.
11.რესურსები: საინფორმაციო   ტექნოლოგიების    გამოყენება, ინტერნეტში   მასალის   მოძიება,  პროექტის  განთავსება.
12kutateladze77.blogspot.com

Tuesday, December 20, 2011

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი.