მასწავლებელი: ხათუნა ქუთათელაძე
საგანი
: ქართული ენა
სწავლების საფეხური: დაწყებითი
მე - 4 კლასი
მოსწავლეტა
რაოდენობა18. სპეციალური საჭიროების
მქონე 1 მოსწავლე
გაკვეთილის
თემა: კარლო არსენიშვილის ,,ნასოფლარი'
მიზანი:
მხატვრული ტექსტის
კითხვა და გააზრება. მოსწავლეები შეძლებენ
ტექსტზე დაყრდნობით და ახალი ლექსიკური
ერთეულების გამოყენებით სხვათა
ტკივილის გათავისებას, გაუღვივდებათ სიკეთისა
და ჰუმანიზმის გრძნობა.
პირთა ნაცვალსახელებზე - ჩვენ,
თქვენ,, ისინი --დაკვირვება.
მისაღწევი მოდიფიცირებული მიზნები:
მ ოსწავლე შეძლებს
ლიტერატურული ტექსტის მოსმენის
შემდეგ ნაწარმოებშიდაასახელოს მთავარი
და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები.მოძებნოს ტექსტში
არსებითი სახელები და შეცვალოს ნაცვალსახელებით.
მოსალოდნელი შედეგი ე.ს.გ
მოსწავლეები გაიაზრებენ ტექსტს
და ახალი ლექსიკური
ერთეულების გამოყენებით გაითავისებენ
სხვათა ტკივილს გაუღვივდებათ სიკეთისა
და ჰუმანიზმის გრძნობა.
ე.ს.გ. ქართ IV .2 მოსწავლეს
შეუძლია გამოხატოს საკუთარი
დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების
მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს ნაწარმოებში
ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის
საინტერესო და მნიშვნელოვანი
კუთხით.
აფასებს გმირის
საქციელს და განმარტავს
თავის დამოკიდებულებას.
ქართ.IV 6 მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტის წაკითხვა. შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე
·
საუბრობს სათაურისა
დატექსტის აზრობრივ /შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე.
·
ამოიცნობს პერსონაჟის
გრძნობებს და მიზნებს
·
ამოიცნობს ნაწარმოების
ძირითად თემას, იდეას.
·
ქართ.
IV 13. მოსწავლეს შეუძლია
წერის საწყისი სტრატეგიების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
წერის დაწყებამდე
განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას
და ადრესატს მიზნობრივი
ტექსტებისათვის.
სსსმ მოსწავლეს
მისაღწევი შედეგები;
სსსმ მოსწავლეს
შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენის შემდეგ
ტექსტის შინაარსის ირგვლივ დასმულ
მარტივ კითხვებზე პასუხის
გაცემა. მოცემული პერსონაჟის
დასახელება.
ნაწარმოებში
მოცემული ნაცვალსახელის ამოცნობა
N
|
აქტივობის
აღწერა
|
მეთოდი
|
ორგანიზაციის
ფორმები
|
რესურსი
|
დრო
|
||||||
1
|
აღწერა:
მასწავლებელი ესალმება კლასს, აცნობს
გაკვეთილის ტემას კ. არსენიშვილის მოთხრობას
,,ნასოფლარი“
დღეს გავეცნობით კარლო
არსენიშვილის მოთხრობას ,,ნასოფლარი“, გავიაზრებთ
ტექსტს, არგუმენტირებულად ვიმსჯელებთ ტექსტში
მოცემულ თემაზე, შევაფასებთ მთავარი
გმირის საქციელს და მივწერთ
წერილს.
ამიტომ როგორ
ფიქრობთ , რა წესები უნდა
დავიცვათ? მასწავლებელი ისმენს
მოსწავლეთა მოსზრებებს, თან დასძენს, რომ მოუწევთ მუშაობა ჯგუფებში, ინდივიდუალურად, წყვილებში.
მთავარია იყვნენ ყურადღებით,
კარგად მოუსმინონ ერთმანეთს. მასწავლებელი აცნობს
შეფასების რუბრიკას.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის
მიზნები
შეფასების
რუბრიკა
|
|||||||
2
|
ვიდეორგოლით სიმღერის
მოსმენა და კადრების ჩვენება
აქტივობის
აღწერა:მოსწავლეები მოისმენენ გ.დათიაშვილის შესრულებითს სიმღერას ,,ნასახლარებზე“, ამ ტექსტისნ მოსმენით
მოსწავლეებს გარკვეული წარმმოდგენა შეექმნათ მიტოვებულ
სახლებსა და ნასოფლარებზე.
|
ვიდეორგოლის
ჩვ
ჩვენება კითხვა-პასუხის
პასუხის
თანხ
ლებით.
|
მთელ კლასთან
|
კომპიუტერში
Moi
Moikeris
პროგრამით
სიმღერის
მოსმენა
პროექტორ
|
ხხ
|
||||||
დაუსვი კითხვები რა განწყობა შეგიქმნათ
ნანახმა და მოსმენილმა
ვიდეომ. რატომ ? მოსწავლეები
საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე,მოსმენილისა და კადრების ირგვლივ.
მასწ. გავიხსენოთ
ჩვენს მიერ შესწავლილი
რომელი ხალხური ზღაპარი
მთავრდება ასე: ,,შვილები
დარცხვენილი იდგნენ მამის
წინაშე
და ვერაფრის
თქმას ვერ ახერხებდნენ.“
,,რატომ
იყვნენ დარცხვენილი?
რატომ უთხრა
მამამ შვილებს: მიწაზე
დიდი ქონება არა არის
, მიწა პირველი
მარჩენალი და მასაზრდოებელია“
იხსენებენ
წინა გაკვეთილს ,,შემოდგომა
ბაბუა კოტესი“ და მსჯელობენ
რა მოხდებოდა სოფელში,თუ
ყველა ბაბუა კოტესა
და ბებია თეკლეს მსგავსად შვილებს
გაჰყვება ქალაქში საცხოვრებლად.
სსსმ მოსწავლე
საუბრობს ნანახი სლაიდების
შესახებ და გამოთქვამს
თავის მოსაზრებას პასუხობს მასწავლებლის დასმულ
დახურულ კითხვაზე
|
|||||||||||
3
|
კლასთან
უცხო სიტყვებზე მუშაობა
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეთა
ყურადღებას მიიქცევს სიტყვების
გამომძიებელ ცხრილზე.(მოცემულია სიტყ
ვები: ღიჭა, იმასლაათეს , ჩულები,ასულდგმულებს) მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს
სიტყვების შესაზლო მნიშვნელობებზე და ერთობლივად ავსებენ
ცხრილის პპ პირველ სვეტს
სსსმ მოსწავლე ახალ
ლექსიკურ ერთეულებს აკავში
რებს შესაბამის ილუსტრაციებთან
|
სიტყვების
გამომძიებელი
|
მთლიან კლასთან
|
თაბახის
ფურცე
ლი სიტყვების
გამომძიებელი
ცხრილი
|
|||||||
4
|
მხატვრული
ტექსტის კითხვა.
ვკითხულობ
ხმამაღლა, მხატვრულად, დროდადრო
კლასის გააქტიურების მიზნით
ვაზუსტებ წაკითხულის შინა
არსის გაგებას მოსწავლეებში.კითხვაში გაწაფული
მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებით. შემდეგ
ტექსტს კითხულობენ ჩუმად,
ყურდღებას ამახვილე-
ბენ უცხო სიტყვებსა
და გამოთქმებზე. ჩუმი
კითხვის დასრულების შემდეგ
ერთიანად აგრზელებენ სიტყვების
გამომზიებელი სიტყვის შევსებას. (
ავსებენ ცხრილის
მეორე სვეტს)
მასწწავლებელი
სვამს კითხვებს:
·
რატომ წავიდა
ხალხი სოფლიდან?
·
რატომ გადაიქცა
სოფელი ნასოფლარად?
·
რისი იმედი
ჰქონდა მოხუცს?
·
რატომ ვერ ტოვებდა იგი ნასოფლარს?
·
რა აძლებინებდა მოხუცს
ნასოფლარში?
·
რომელი ცხოველები სტუმრობდნენ მოხუცს?
·
როგორ დაიმედა
მოხუცი კურდღელმა?
·
რა სიკეთე
გაუკეთა ქორბუდამ მოხუცს?
·
აღწერეთ დათუნიას
სტუმრობა?
·
თქვენი აზრით
რისი თქმა სურს
ავტორს?
მოსწავლეები: არ
უნდა მივატოვოთ სოფელი,
მოვეფეროთ მოხუცებს,
ყურადღება მივაქციოთ
მათ, არ მიატოვონ საკუთარი
ოჯახები, ფუძეები,
დაუბრუნდნენ სოფელს)
კითხვებზე პასუხების
შემდეგ ასრულებენ სიტყ
ვების გამომძიებელი ცხრილის
შევსებას,ადარებ
ენ მათ
ვარაუდებს ლექსიკონისეულ განმარტ
ებებს (წინადადებებს ახალი
სიტყვების გამოყე
ნებით ადგენენ
ზეპირად)
სსსმ
მოსწავლე პასუხობს დახურულ
კითხვებს?
|
საჩვენებელი
და გაგრძელებითი
კითხვა.
კითხვა -პასუხი
|
მთლიან კლასთან
ინდივიდუალურად
|
სახელმძღვნელო
|
|||||||
5
|
დიფერენცირებული მუშაობა
ჯგუფებში.
მიზანი:ტექსტის გაგება
გააზრება.
მეთოდი: პერსოაჟის დახასიათება, წერილის მიწერა ,პრობლემის გამოკვეთა
აღწერა: ტექსტზე
მუშაობას ჯგუფებში განარძ
ობენ დიფერენცირებულად.
lჯგ. უნდა შეავსონ
,,პერსონაჟის რუკა“
llჯგ.წერილი მისწერონ
მოხუცს.
lllჯგ.თემა ადამიანებო
რაღაც მინდა გითხრათ.
lVჯგ.,,პრობლემის გამოკვეთისა დაგადაჭრის
სქემა.
მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში.წერილობითი სქემის
საშუალებით დაახასიათებენ ნაწარმოების
მთვარი პერსონაჟს და ტექსტიდან მოყვანილი
არგუმენტებით დაადასტურებენ მას.
მისწერენ წერილს
მოხუცს,შექმნიან პრობლემის გამოკვეთისა
და გადაჭრის სქემას,რომელშიც გაანალიზებენ თუ როგორ შეიძლება
მოგვარდეს ნასოფლარის პრობლემა.
მასწავლებელი აძლევს
განმავითარებელ კომენტარს.
შედეგი: მოსწავლეები გაიაზრებენ მხატვრულ
ტექსტს
სსსმ მოსწავლე პლასტელინისგან გამოძერწავს
ტექსტში მოცემულ შინაურ
ცხოველებს,
|
პერსონაჟის
დახასიათება,
წერილის მიწე
რა
|
ჯგუფური მუშაობა
|
თაბახის ფურცლები
პერსონაჟის
რუკა
|
|||||||
6
|
აღწერა: მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს ბარათებზე დაწერილ
ტექსტს.. შემდეგ ავალებს მოსწავლეებს ტექსტში მოცემული არსებითი
სახელები შეცვალონ ნაცვალსახელებით
სსსმ მოსწავლე ასახელებს
მარტივ წინადადებაში მოცემულ ნაცვალსახელებს.
|
ტექსტზე მუშა
ობა
(
|
მუშაობა წყვილ;ებში
ინდივიდუალური
|
ბარათები
|
|||||||
7
|
აღწერა:მასწავლებელი აჩვენებს
ვიდეორგოლს,,ნასოფლარი“ და მოსწავლეებს
აკეთებინებს კომენტარებს ნანახის
ირგვლივ.
|
ვიდეორგოლის
ცვენება
ჩვენება კითხვა
-პასუხის
თანხლებით
|
მთლიან კლასთან
|
პროექტორი
კომპიუტერი
სლაიდები
,,Moi maikeris”
პროგრამა
|
|||||||
8
|
შემაჯამებელი კითხვები
და მოსწავლეთა უკუკავშირი
აღწერა:საკითხის შესაჯამებლად მასწავლებელი სვამს
ისეთ კითხვებს , რომლის
პასუხებით იგებს მასწავლებელი რა
გაუჭირდათ მოსწავლეებს , რა მოეწონათ განსაკუთრებით, რა იყო ყველაზე
მნიშვნელოვანი, და ერთი, რის გაგებასაც
ისურვებდნენ
|
3-2-1
|
მთლიან კლასთან
|
სქემა დაფა, ცარცი
|
|||||||
მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ
გაკვეთილის მიზანი,შეფასების კრიტერიუმები,გაეზრდებათ მოტივაცია.მოახდენენ სოფლის მნიშვნელობის
შესახებ წინარე ცოდნის
გააქტიურებას.შეძლებენ ახალ ლექსიკურ
ერთეულებზე თავისი მოსაზრებების
გამოთქმას.ისინი გაეცნობიან, წაიკითხავენ
და გაიაზრებენ ტექსტს.განუვითარდებათ სხვათა
ტკივილის გათავისების უნარი,
გაუღვივდებათ სიკეთისა და ჰუმანიზმის გრძნობა. შეძლებენ
არსებითი სახელის შეცვლას
ნაცვალსახელით
ბოლოს მოსწავლეები გააკეთებენ
უკუკავშირს და შეაჯამებენ
გაკვეთილს.
სსსმ მოსწავლეს მისაღწევი
შედეგები: მოსწავლე ლიტერატურული ტექსტის
მოსმენის შემდეგ უპასუხებს
დახურულ კითხვებს,დაასახელებს მთავარ
და მეორე ხარისხოვან
პერსონაჟებს.
მარტივ წინადადებაში
ნ არსებით სახელს
შეცვლის ნაცვალსახელით.
No comments:
Post a Comment